ლანჩხუთში ინფიცირების შემთხვევები შემცირებულია.
“ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა მომართვიანობიდან დადასტურების 50% გვაქვს”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს”ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია კოვიდტესტებზე მიმართვიანობის შემცირება, მენაღარიშვილი გვპასუხობს:
“მეექვსე ტალღის დროს ოჯახი არ დარჩენილა, რომ არ შეხვედროდა. ეხლა მსუბუქი შემთხვევები რომ არის და პსრ ტესტირებებიც არ კეთდება, ზოგმა შეიძლება არც მიმართოს ექიმს და ისე გადაიტანოს. უსიმპტომო ფორმა თუა შეიძლება არც მოხდეს დაფიქსირება. შეიძლება ოჯახში ერთ წევრს რომ აქვს დადასტურებული, მეორემაც იფიქროს რომ იგივე აქვს და იგივე მეთოდით იმკურნალოს, თუ მსუბუქი სიმპტომები აქვს”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
მენაღარიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კოვიდტესტებზე მიმართვიანობის გარდა დაბალია იმუნიზაციის ტემპიც.
“თვის ბოლომდე არის წახალისების აქცია და რამდენად იმოქმედებს, ვნახოთ”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ლანჩხუთში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 1509 შემთხვევა, მათ შორის ახალია 11, გამოჯანმრთელებულია 1331 პაციენტი, გარდაცვლილია 81.
ავტორი: რუსა ოქრუაშვილი