რუსმა ოკუპანტებმა ბუჩას საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობა დაარბიეს და რამდენიმე ადამიანი დაატყვევეს. ამის შესახებ unian წერს.
როგორც საკრებულოში აღნიშნეს, ტყვედ ჩავარდნენ მერიის თანამშრომლები და მოხალისეები, რომლებიც ბოლო დრომდე, დაბომბვის ქვეშ ეხმარებოდნენ ქალაქის მაცხოვრებლებს.
“გასვლისას ოკუპანტებმა გადაყარეს პასპორტები და სხვა დოკუმენტები. ჩვენ ვთხოვთ უკრაინის პრეზიდენტის აპარატს, ვიცე პრემიერს ირინა ვერეშჩუკს, კიევის რეგიონალურ პოლიციის დეპარტამენტს, დაგვეხმარეთ ჩვენი ხალხის გათავისუფლებაში”,– აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
ავტორი: მერაბ ცაავა