ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი – პიტმა ენისტონს ანჯელინა ჯოლისთან უღალატა.
ჰიუ გრანტი და ელიზაბეტ ჰერლი – 2000 წელს ჟურნალისტებმა ჰიუ გრანტი მეძავთან ერთად საკუთარი ავტომობილის სალონში გამოიჭირეს ჟურნალისტებმა.
ჰაიდი კლუმი და სილი – 2012 წელს სილმა ინტერვიუში ახსენა, რომ ჰაიდიმ მას დაცვის წევრთან უღალატა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ დაქორწინებულები იყვნენ.
არნოლდ შვარცნეგერი და მარია შრაივერი – შრაივერმა ქმრის ღალატის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც ყოფილმა მოახლემ უთხრა, რომ მისი ქმრისგან შვილი ჰყავდა.
კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი – „ბინდის“ საგას ვარსკვლავებს თაყვანისმცემლების არმია ჰყავდათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სტიუარტი პატინსონს უღალატებდა, მით უმეტეს კი შედარებით უფროს, ცოლიან მამაკაცთან.
ჯუდ ლოუ და სიენა მილერი – 2004 წელს ლოუმ სიენას ძიძასთან უღალატა, რომელიც მის 3 შვილს უვლიდა პირველი ქორწინებიდან.
ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი – თინეიჯერების კერპების ურთიერთობა სიურპრიზებით იყო სავსე, ისინი ხან შორდებოდნენ, ხან ისევ ურიგდებოდნენ ერთმანეთს. ურთიერთობის დროს კი ბიბერს ბევრჯერ უღალატია გომესისთვის.
ჯეკ ნიკოლსონი და ანჟელიკა ჰიუსტონი – წყვილი ერთმანეთს 1973 წლიდან 17 წლის განმავლობაში ხვდებოდა. როგორც ნიკოლსონმა დაწერა თავის მემუარებში, მთელი ამ დროის განმავლობაში ქალს გამუდმებით ღალატობდა.
სანდრა ბალოკი და ჯესი ჯეიმსი – მამაკაცი სანდრას მთელი ქორწინების განმავლობაში ღალატობდა.