დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს ლიდერები ელოდებიან მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოცაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის დაწყებამდე, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ლიდერები მოელიან მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოცაა. საქართველოს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. ნატო-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს. ასე რომ, მათ უნდა განახორციელონ რეფორმები თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაციისთვის. უკრაინაში სასტიკი შეჭრა მხოლოდ ხაზს უსვამს საქართველოსადმი მხარდაჭერის საჭიროებას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში დღეს ნატო-ს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტები გაიმართება.
წყარო: 1tv.ge