ჩერნობილში, აკრძალულ ზონაში ოკუპანტებმა პოლიციის განყოფილება გაძარცვეს და თან რადიოაქტიური ნივთები მოიპარეს – ამის შესახებ შსს-ს ხელმძღვანელმა, დენის მონასტირსკიმ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
“მათ ბევრი რამ წაიღეს, კერძოდ, გაძარცვეს პოლიციის განყოფილება ზუსტად ჩერნობილის ტერიტორიაზე. იყო რადიოაქტიური ნივთებიც, რომელიც მოქალაქეებს ჩამოვართვით… შემდეგ გაუჩინარდნენ და გავარკვიეთ, რომ ისინი ბელარუსიდან რუსეთში არიან ამანათებით. ნუ უხარიათ იმ დედებს და ცოლებს, რომლებიც მიიღებენ ასეთ “საჩუქრებს”, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დიდი ხნის არქივი.
ავტორი