უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულ ძალებს არ აქვთ საკმარისი სერიოზული და მძიმე შეიარაღება მარიუპოლში რუსული არმიის დასამარცხებლად. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქში დაპირისპირების დასასრულებლად ორი პოტენციური გზა დაასახელა:
პირველი, ეს მოიცავს სერიოზულ და მძიმე შეიარაღებას […] ამ მომენტში ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი მარიუპოლის გასათავისუფლებლად. მეორე გზა დიპლომატიურია. ჯერჯერობით რუსეთი ამას არ დათანხმდა.
„ჩვენ არ ვიცით, როდის შევძლებთ მარიუპოლის განბლოკვას. მე ამას ღიად ვამბობ, რომ მარიუპოლში ყველა ბიჭს ჩვენი გამარჯვება უნდა, მათ უნდათ თავისუფალი ქალაქი, არცერთი მათგანი არ აპირებს მტერს დანებდეს. ეს მათი შინაგანი განცდაა“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა შარლ მიშელთან გამართულ პრესკონფერენციაზე.