,,ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ბრძოლის ველზე თავისი ამბიციები ვერ დაიკმაყოფილა“, _ ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი twitter-ზე წერს.
“პუტინმა ვერ მიაღწია თავის ამბიციებს ბრძოლის ველზე. პრეზიდენტის ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რჩება ხელისუფლებაში, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომელსაც მამაცი უკრაინელი მოქალაქეებიც შეუერთდნენ, ხელი შეუშალა რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას”, _ წერს ბაიდენი.
მისივე თქმით, პუტინი ვერასდროს შეძლებს უკრაინაზე ბატონობას.
“ჩვენი ერთობა სახლში და ჩვენი ერთობა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და უკრაინელ ხალხთან, უტყუარ მესიჯს უგზავნის პუტინს: ის ვერასდროს შეძლებს მთელ უკრაინაზე ბატონობას და მის ოკუპაციას. ასე არ მოხდება”, _ წერს twitter-ზე აშშ-ს პრეზიდენტი.