დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ინდოეთის დედაქალაქ დელში გამართულ კონფერენციაზე, პასუხისას კითხვაზე – ეთანხმება თუ არა სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციას, რომ ომი უკრაინაში, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოს დასრულდება, განაცხადა, რომ “არსებობს ამის რეალური შესაძლებლობა”.
„პუტინს უზარმაზარი არმია ჰყავს. მას აქვს ძალიან რთული პოლიტიკური პოზიცია, რადგან მან კატასტროფული შეცდომა დაუშვა.“ – თქვა დიდი ბრიტანეთოს პრემიერმა.
ბორის ჯონსონმა, ასევე აღნიშნა, რომ როგორც არ უნდა ეცადოს ვლადიმირ პუტინი, სამხედრო უპირატესობის გამოყენებას და ჯარის საზღვართან მობილიზებას, ვერ შეძლებს “უკრაინელი ხალხის მდგრადობის გატეხას”.
”ერთადერთი ვარიანტი, რომელსაც ახლა აქვს, ნამდვილად არის ის, რომ განაგრძოს თავისი შემზარავი, გამანადგურებელი მიდგომის გამოყენება, რომელსაც ხელმძღვანელობს არტილერია, ცდილობს გაანადგუროს უკრაინელები.
მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვლადიმერ პუტინისთვის სამხედრო უპირატესობის გამოყენებას მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, რადგან “ის ვერ შეძლებს უკრაინელი ხალხის მდგრადობის დაპყრობას”. – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
ცნობისთვის, 15 აპრილს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ევროპელ მოკავშირეებს უთხრა, რომ აშშ-ს სწამს, რუსეთის უკრაინაში შეჭრა 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მანამდე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ბრძოლა “თვეები, მეტი ხანიც შეიძლება გაგრძელდეს”.