Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 360 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 080 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 280 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 87 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 163.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.15%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 259 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 550.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 797 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 87 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარა – 2, იმერეთი – 14, ქვემო ქართლი – 3, შიდა ქართლი – 3, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 10, კახეთი – 7, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 790 საიდანაც, 334 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 189, აჭარაში – 12, იმერეთში – 85. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 6, იმერეთში – 9. 1 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved