მესამე დღეა, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იანეთში მცხოვრებ დავით ჯიბაშვილს ეძებენ.
მამაკაცი სახლიდან 7 მაისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. როგორც ,, გურია ნიუსს” როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია როგორც პოლიცია, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
“დავით ჯიბაშვილი იანეთელია, დილას გავიდა სახლიდან. როგორც ამბობენ, შინაური პირუტყვი გადენა და მას შემდეგ გაუჩინარდა. მამაკაცს ყველგან ეძებენ, მათ შორის, მდინარე რიონში”. _ “გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ავტორი