რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ლანჩხუთს სტუმრობდა და მის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
„მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს ოპოზიციონერთა კითხვები და მათი აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. მანამდე გთხოვთ მადროვოთ, ამდენი საქმე მაქ გასაკეთებელი,“– თქვა მთავრობის მეთაურმა ლანჩხუთში სტუმრობისას.
ავტორი