პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ bild-თან ინტერვიუში გაიხსენა, რას ამბობდა პოლონეთის იმ დროინდელი პრეზიდენტი 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა.
„2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა სიტყვები, რომლებიც მაშინ მავნებლობად ჟღერდა, მაგრამ დღეს სამწუხარო სურათი გვაქვს. მან თქვა: რუსეთის იმპერიალიზმი განახლდა. ვხედავთ რუსეთის ისეთ სახეს, რომელიც ათწლეულები არ გვინახავს, მაგრამ ვიცით, რა სახეა ეს. ეს არის იმპერიალისტური სახელმწიფოს სახე, რომელსაც სურს სხვებს თავისუფლება წაართვას. ეს უნდა შევაჩეროთ ყველაფრის ფასად. ეს არის ევროპის და მსოფლიოს ვალდებულება. 2008 წელს პოლონეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოს შემდეგ იქნებოდა უკრაინა. შემდეგ ბალტიის პირეთი და ჩემი ქვეყანა, პოლონეთი. ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში და ამ სიტყვებს ყოველთვის სერიოზულად აღვიქვამდით“, – განაცხადა დუდამ.