მსოფლიოში, მაიმუნის ყვავილის 1200-ზე მეტი შემთხვევაა უკვე დაფიქსირებული.
„არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის დამკვიდრების რისკი რეალურია”,_ აღნიშნული განცხადება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა გააკეთა.
როგორც abcnews იუწყება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ამჟამად არ ელიან, რომ ვირუსი გახდება ჯანმრთელობის მთავარი საფრთხე, მაგრამ შეშფოთებულები არიან ბოლოდროინდელი გავრცელებით.