ცხოვრებაზე თანამედროვე წარმოდგენებს გარკვეული კორექტივები შეაქვთ საოცრებების აღქმაშიც. ახალი დრო ახალ საოცრებებს ბადებს. ანტიკური შედევრები, რომლებიც ჩვენს წინაპრებს აოცებდათ – ბაბილონის გოდოლი, სემირამიდას ბაღები, ეგვიპტის პირამიდები და სხვა, 21-ე საუკუნეში ბევრს იმდენად აღარ აოცებს, როგორც ეს ადრე იყო.
თანამედროვეობის შვიდი საოცრების რეიტინგი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
სიდნეის ოპერის თეატრი
დღეს სიდნეი ოპერის თეატრის გარეშე წარმოუდგენელია, ის მისი სავიზიტო ბარათია. მისი რთული კონსტრუქცია და ვიზუალური მხარე მართლაც რომ აღფრთოვანებას იწვევს.
ეიფელის კოშკი
1889 წელს პარიზში აგებული ეიფელის კოშკი, რომლის სიმაღლე 317 მეტრი გახლდათ, ყველაზე მაღალი შენობა იყო მსოფლიოში. თავდაპირველად ის რევოლუციის სიმბოლო უნდა ყოფილიყო და საფრანგეთის ტექნიკური მიღწევებისთვის გაესვა ხაზი, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პარიზის სიმბოლოდ და მის სავიზიტო ბარათად იქცა მსოფლიოში. თავდაპირველად თვლიდნენ, რომ ეიფელის კოშკი მხოლოდ 20 წელი იდგებოდა, მაგრამ 1910 წელს ეს ვადა 70 წლამდე გაუხანგრძლივეს. ახლა კი ეიფელის კოშკის არსებობის ხანგრძლივობა განხილვის საგანსაც კი აღარ წარმოადგენს.
სასტუმრო „ბურჯ ალ–არაბი“
დუბაიში აშენებული სასტუმრო შვიდვარსკვლავიანად ითვლება. 321 მეტრი სიმაღლის შენობა მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმროა. იქ ჩვეულებრივი ნომრები არაა. სასტუმრო 202 ორსართულიან ნომრებადაა დაყოფილი. ყველაზე პატარა ნომერი 169 კვადრატული მეტრი ფართისაა, ყველაზე დიდი – 780. დღე–ღამეში ნომრის ფასი 1000–დან 15000 დოლარამდე მერყეობს, სამეფო აპარტამენტებში ღამის გატარება კი დაახლოებით 28 000 დოლარი ღირს.
ქრისტეს ქანდაკება რიო დე ჟანეიროში
ქანდაკების სიმაღლე 38 მეტრია. ის მთა კორვაკადოზე დგას და რიო დე ჟანეიროს და მიმდებარე ტერიტორიას გადაჰყურებს. მართლაც საოცარი ხედი იშლება ქანდაკების ძირიდან და უამრავ ტურისტს აჯადოებს.
სან ფრანცისკო, ხიდი „ოქროს კარიბჭე“
1934–1964 წლებში ყველაზე დიდი დაკიდული ხიდი გახლდათ მსოფლიოში. მისი სიგრძე 1970 მეტრია და წყლის დონიდან 230 მეტრზეა აღმართული. თავდაპირველად ხიდი ოქროსფერ–მოწითალო საღებავით შეღებეს, რომელიც ტყვიის კომპონენტებს შეიცავდა და ფოლადს იცავდა, მაგრამ ნისლიან ამინდში საღებავი მომწამვლელ ნივთიერებებად იყოფა და გარემოს აბინძურებს. ეს ხიდის აგებიდან საკმაოდ გვიან შეიტყვეს. დღეს სამუშაოები მიმდინარეობს, რათა პრობლემა გადაჭრან.
ემპაირ სტეიტ ბილდინგი (ნიუ იორკი)
1931 წელს აშენებული შენობა დიდხანს მსოფლიოს უმაღლეს ნაგებობას წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც 11 სექტემბრის ტერაქტს „ტყუპები” შეეწირნენ, ემპაირ სტეიტ ბილდინგმა ნიუ იორკის სიმბოლოს ტიტული დაიბრუნა. მის გრანდიოზულობაზე მცირე სტატისტიკური ციფრებიც მიგანიშნებთ – ფუნდამენტზე 10 მილიონი აგური დაიხარჯა, რომელთა წონა 365.000 ტონას აღწევს, კიდევ – 59.800 ტონა არმატურა, 687 კილომეტრი ელექტროსადენი, 2 მილიონი კვადრატული მეტრი ფანჯრები და… დაახლოებით 2 მილიონი ტურისტი ყოველწლიურად.
ლა მანშის წყალქვეშა გვირაბი
ეს არის წყალქვეშა გვირაბი, რომელიც ბრიტანეთს კონტინენტურ ევროპასთან აკავშირებს. მისი წყალქვეშა ნაწილის სიგრძე 37,5 კილომეტრია. ეს, მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი 1994 წელს გაიხსნა.
ავტორი