აქციის მონაწილეების არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ საპროტესტო აქციის მორიგი გეგმა გააჟღერა.
მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ 3000-მდე ადამიანი დაიძრას “ქართული ოცნების” ოფისისკენ და იქ გააგრძელონ პროტესტი, რომელსაც თვითონ გაუძღვება წინ. მისივე თქმით დილით დახვდნენ ირაკლი ღარიბაშვილს.
“პირველი ნაბიჯი – გვჭირდება 3 000 ადამიანი თქვენგან, რომელიც მზად იქნება, მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან-“ქართული ოცნების” ოფისთან. აქედან 3 000 ადამიანი არც მეტი, არც ნაკლები! მე წამოვალ წინ და 3 000 ადამიანი ვდგებით “ქართული ოცნების” ოფისთან. დანარჩენები ვრჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია”.
ამ წუთებში პროტესტიის მონაწილეები მართველი პარტიის ოფისისკენ დაიძრნენ.
ავტორი