მიმდინარე წელს, გარუჯვის მიზნით, ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ “ფორტუნას” განუცხადა, პაციენტი 16 წლის გოგოა, რომელიც დამწვრობის ცენტრში გუშინ შეიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია:
“ჩვენს კლინიკაში, ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრში გუშინ შემოვიდა 16 წლის გოგონა, მან გარუჯვის მიღების მიზნით დაისხა ლეღვის ფოთლების ნახარში. ეს წელს პირველი შემთხვევაა და დიდი იმედი გვაქვს, რომ უკანასკნელი.
მისი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ბავშვთა განყოფილებაში და მიმდინარეობს მკურნალობა.
ჩემი რეკომენდაცია იქნება ლეღვი მიირთვან ჩირად, მურაბად, ხილად და არ გამოიყენონ ლეღვის ფოთლები, რადგან ამას რუჯთან არანაირი კავშირი არ აქვს,” – განაცხადა “ფორტუნასთან” საუბრისას გუგა ქაშიბაძემ.
ავტორი