გახდომის მსურველებმა საკვები უნდა მიირთვან სარკის წინ. ასეთი უჩვეულო დიეტა მოიგონეს ბრიტანელმა მედიკოსებმა. მათი მტკიცებით ჭამა-სმას შიშველ მდგომარეობაში შუძლია თავი შეაკავებინოს ადამიანს ზედმეტი კალორიებისაგან.
მეთოდის მთელი საიდუმლო მდგომარეობს მარტივ ქმედებაში – სუფრასთან დაჯდომამდე ადამიანი უნდა გაშიშვლდეს და ამ სახით ის უკეთ შეიგრძნობს, როდის იდებს პირში ზედმეტ ლუკმას და უხერხულობის გრძნობა შეამცირებინებს ულუფას. თუ საშუალო ზომის სარკე არ იმოქმედებს, მაშინ უნდა მოიმარჯვოს სარკე, სადაც მთელი ტანით გამოჩნდება. მეთოდის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ გახდომის მსურველს მარტოს მოუწევს ტრაპეზობა.
ექსპერტ მეტ რობერტსის აზრით (რომელიც მადონასა და სტინგის პირადი კონსულტანტი იყო), წონის დაკლების ასეთ ექსტრემალურ მეთოდს საკმაოდ კარგი დახმარების გაწევა შეუძლია.
”მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა პატიოსნად უნდა შეაფასოს საკუთარი თავი, ამისთვის საკმარისია გაიხადოთ და შეხედოთ თქვენს ფიგურას”, -ამბობს რობერტსი.
ავტორი