რუსულმა სამხედრო ძალებმა დონეცკში კორპუსი დაბომბეს. მტერი ჩასოვ იარზე Hurricanes-ის რაკეტებით თავს დაესხა. შენობის ნანგრევებში, სულ მცირე, 30 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის 9 წლის ბავშვიც, _ ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ტელეგრამზე ავრცელებს.
დაბომბვის ადგილას მაშველები მუშაობენ. მათ ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს 6 დაღუპულის ცხედარი და 5 დაშავებული.
“რუსეთის მიერ წუხელ დაბომბილი 5-სართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, სულ მცირე, სამი ათეული ადამიანია. რომელსაც რუსებმა წუხელ თავს რაკეტებით დაესხნენ. კორპუსის ორი შესასვლელი მთლიანად განადგურებულია. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ადგილობრივების თქმით, იქ, სავარაუდოდ, 34 ადამიანია, მათ შორისაა 9 წლის ბავშვიც”. – წერს კირილენკო ტელეგრამზე.
მისივე თქმით, მაშველები ნანგრევების დემონტაჟს აგრძელებენ, ოპერაცია გრძელდება. მათ უკვე მოახერხეს კონტაქტის დამყარება სახლის ორ მცხოვრებთან, რომლებიც ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ. ნანგრევებიდან 6 დაღუპულის ცხედარი უკვე ამოიყვანეს ზედაპირზე, ამოყვანილია 5 დაშავებული.
ავტორი