გახსოვთ ალბათ თავის დროზე გახმაურებული კომედია „ტუტსი” და დასტინ ჰოფმანის მიერ მშვენივრად განსახიერებული მსახიობი ქალის სახე. კოლეგის მიერ ნათამაშევი ეს როლი ალბათ დღემდე მოსვენებას არ აძლევს ცნობილ მსახიობებს ალ პაჩინოსა და რობერტ დე ნიროს.
ცოტა ხნის წინ ეს დუეტი ამერიკულ კინოს თემაზე მწერალ გამოცემებს ესაუბრა და ჟურნალისტებს ერთი, ჯერჯერობით აუხდენელი ოცნების შესახებ მოუთხრო. მსახიობებს თურმე განზრახული აქვთ, რომ უახლოეს მომავალში ქალის ტანსაცმელში გამოეწყონ და რომელიმე კომედიური ჟანრის სურათში მშობლიური დების როლები შეასრულონ.
„მშვენიერი იდეაა. მართლაც ღირს მუშაობად. რობერტს არაერთ კომედიაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ კუთხით მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა. მან საკუთარი თავი ამ სახის სურათებში ხელახლა აღმოაჩინა. დარწმუნებული ვარ რომ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას ერთად თავს მოვაბამთ” ,– განაცხადა ალ პაჩინომ.
„იდეა მეც მომწონს. რაღაც ამგვარის გაკეთება მართლაც შეიძლება, რატომაც არა? რა სახალისო იქნებოდა. იმედი მაქვს, რომ პაჩინოსთან ერთად ამ ოცნებას ერთხელ მართლაც განვახორციელებთ და მაყურებელიც კიდევ ერთ შესანიშნავ კომედიას იხილავს”,- ეს კი რობერტ დე ნიროს მიერ მიცემული ინტერვიუს ერთი ფრაგმენტია.
ავტორი