საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება” სასამართლოზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.
„ვის უნდა ვუთხრათ? მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ მოდი რა, გადაუვადე რა, თუ ძმა ხარ? „ქართულ ოცნებას” ეკითხებიან სააკაშვილის ციხიდან გაშვებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ხართ თუ არა, ანუ თქვენი თავის ილუსტრაციას მოახდენთ თუ არა, რომ თქვენ მოსამართლეს გადაწყვეტილების მღება უკარნახოთო. ეგ გამორიცხული თემაა. ვერანაირ გავლენას სასამართლოზე ჩვენ ვერ მოვახდენთ”, – აცხადებს გია ვოლსკი.