ქობულეთში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
მოკლულია ხაშურში მცხოვრები 21 წლის რეზი ლომსაძე. მას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულს წინ მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.
“ზღვაზე იყო წასული და ტელეფონის გულისთვის… წუხელ 3 საათზე მოასვენეს ეს ბავშვი. ტელეფონი მოუპარიათ და იმის გამო მოხდა. გორელია ის, ვინც მოკლა. ის დაკავებულია”, – ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.