ოზურგეთში, გასული 24 საათოს განმავლობაში კოვიდინფიცირების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 23428 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23174 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 158 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 28 სტაციონარში, 130 კი ბინაზე მკურნალობს.