ჩოხატაურში, ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების 117 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 150 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის ინფორმაციით, ჩოხატაურში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 8981 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8796 პაციენტი, გარდაცვლილია 68.