ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნუნუ ანდღულაძე პირველკურსელებს _ გურამ ანდღულაძეს და ილია მეფარიშვილს სტუდენტობას სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს.
“გურამ და ილია უდიდესი სიხარულით და უძლიერესი სიყვარულით გილოცავთ სტუდენტობას (სამთავრობო დაფინანსების ჯგუფში ჩარიცხვას) და თანაკურსელობას. წარმატებები პროფესიონალიზმსა და კაცურკაცობაში, მშვიდობიან და განვითარებულ საქართველოში ცხოვრება, ყველაფერი საუკეთესო თქვენ!” _ წერს ნუნუ მასწავლებელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.