პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია.
„დასაკარგი დრო არ გვაქვს. ეს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა შესაძლებელია, ძალიან მალე დაიხუროს, სწორედ ამიტომ შექმნილი უმძიმესი კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი და ქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა? – მრავლაფეროვანი პოლიტიკური აქტივიობები და სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიება, ასევე, უწყვეტი ურთიერთობა მოქალაქეებთან“, – განაცხადა მან.
პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი მივლენ ყველა მოქალაქესთან და გააცნობენ ხედვას, დაარწმუნებენ ვადამდელი არჩევნების აუცილებლობასა და ევროპული არჩევანის მნიშვნელობაში.
ნიკა მელიამ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილად სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია დაასახელა.