ტრაგედია ხარაგაულში.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ლუკა ვეფხვაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. “მთელი ხარაგაული ტირის. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა დავკარგეთ. რა გახდა მიზეზი, უცნობია”,-ამბობენ ადგილობრივები.
ინფორმაცია “გურია ნიუსს ასევე, დაუდასტურა ხარაგაულის მერმაც.
კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
“დავკარგეთ ახალგაზრდა ბიჭი. ძალიან განვიცდი და ვუსამძიმრებ ოჯახს, ხარაგაულს და სრულიად საქართველოს”,-აცხადებს ლურსმანაშვილი.
მოზარდი გარდაცვლილი,სავარაუდოდ, საკუთარ სახლში ნახეს.