ევროკავშირის საბჭომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრული შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებზე გავრცელდება სავიზო კოდექსის ზოგადი წესები – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს გამოიწვევს სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროებას, ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს.
ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიტ რაკუზანის თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება გულისხმობს პრივილეგირებულ წვდომას ევროკავშირში სანდო პარტნიორების მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც არსებობს საერთო ღირებულებები.
,,სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება საშუალებას აძლევს ევროკავშირში პრივილეგირებულ წვდომას სანდო პარტნიორების მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს. თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომით, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველი თავდასხმებით, რუსეთმა დაარღვია ეს ნდობა და ფეხქვეშ დაარღვია ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებები. დღევანდელი გადაწყვეტილება არის რუსეთის ქმედებების პირდაპირი შედეგი და ჩვენი ურყევი ერთგულების კიდევ ერთი დადასტურება უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ.“ – თქვა რაკუშანიმ
გადაწყვეტილება, გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში 2022 წლის 9 სექტემბერს და 2022 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდება.
ასევე ევროსაბჭოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი–რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება ძალაში შევიდა 2007 წლის 1 ივნისს. მისი მიზანი იყო ხელი შეუწყოს მოკლევადიანი ვიზების გაცემას (არაუმეტეს 90 დღე ყოველ 180 დღეში) ურთიერთგაგების საფუძველზე.
2022 წლის 24 თებერვალს ევროპულმა საბჭომ უმკაცრესად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და მის ხალხს. 25 თებერვალს ევროკავშირმა მიიღო დამატებითი შემაკავებელი ზომები რუსეთის წინააღმდეგ, ასევე ნაწილობრივ შეაჩერა სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება დიპლომატებისთვის, სხვა რუსი ოფიციალური პირებისთვის და ბიზნესმენებისთვის.
მას შემდეგ ევროკავშირმა მიიღო დამატებითი ზომები რუსეთის ქმედებებზე რეაგირებისთვის და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. 31 აგვისტოს მათ არაფორმალურ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრული შეჩერების შესახებ.
სრული შეჩერება ეხება ყველა კატეგორიის მოგზაურებს, რომლებიც ევროკავშირში მოკლე ყოფნით ჩამოდიან. მოსალოდნელია, რომ კომისია წარმოადგენს დამატებით სახელმძღვანელო მითითებებს, რათა უზრუნველყოს ეს შეჩერება უარყოფითად არ იმოქმედებს გარკვეულ ადამიანებზე, რომლებიც მიემგზავრებიან ევროკავშირში ძირითადი მიზნებით, როგორიცაა ჟურნალისტები, დისიდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ავტორი