უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან კიდევ რამდენიმე, თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, ოკუპანტები გაქცევას დაიწყებენ.
მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე ნახეს, თუ როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან.
“დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე, თუნდაც უმნიშვნელო და ოკუპანტები გაქცევას დაიწყებენ. დამიჯერეთ, რადგან დღეს ჩვენ ვანგრევთ მათ ლოჯისტიკურ ჯაჭვებს, საწყობებს და ა.შ. ეს იქნება როგორც თოვლის გუნდის ეფექტი, როდესაც დაგორებისას სულ უფრო იზრდება და ზვავად იქცევა,“ – ამბობს ოლექსი რეზნიკოვი.
შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის გათავისუფლების შემდეგ ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანიც დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას როგორც უკრაინულ, ისე რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. ამავე წყაროებზე დაყრდნობით უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს ქალაქი იზიუმიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და არც სხვა უწყებებს ლიმანისა და იზიუმის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
ავტორი