ახალი სასწავლო წლიდან გაკვეთილების ხანგრძლივობა 10-15 წუთით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას etaloni ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ თუ შარშან ერთ გაკვეთილს 30-35 წუთი ეთმობოდა, ამჯერად სკოლებს აღარ აქვთ უფლება საგაკვეთილო დრო შეამცირონ. კლასების მიხედვით, გაკვეთილების ხანგრძლივობა 40 ან 45 წუთი იქნება.
ინფორმაციისთვის, საგაკვეთილო დროის შემცირება პანდემიით იყო გამოწვეული.
ვრცლად: etaloni.ge