საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, წელს, იანვარი- ივნისის პერიოდში, გურიაში 543-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს იანვარ-ივნისის პერიოდში, გურიაში 432 ცოცხლად დაბადების შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, რეგიონში 975 ადამიანი გარდაიცვალა.