საჰაერო იერიში მთელ უკრაინაში სამ საათზე მეტ ხანს გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო რუსულ რაკეტები რივნეს რეგიონში და კრივოი როგის თავზე. საჰაერო თავდაცვა ასევე მუშაობს ხმელნიცკის, ოდესისა და კიევის რეგიონებში – ამის შესახებ BBC წერს.
რუსეთის ჯარები კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავებს ესროდნენ ვინიცის რაიონში მდებარე ლადიჟინის თბოელექტროსადგურს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.
“დაზიანებულია სადგურის ელექტროტექნიკა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის“, – აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.
მათი თქმით, სადგურზე მხოლოდ კრიტიკულად საჭირო პერსონალი იმყოფება. დანარჩენი მუშები იმალებიან.
OVA-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა, რომ ქალაქ ზაპოროჟიეში სარაკეტო დარტყმებები განხორციელდა
მისი თქმით, 12 S-300 რაკეტა მოხვდა სამოქალაქო ობიექტებს. შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა სკოლა და კლინიკა
ასევე ცნობილია სამი აფეთქების შესახებ ლვოვის რეგიონში ორ ენერგეტიკულ ობიექტზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ლვოვში აფეთქებების შესახებ, რის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა. ტელეგრამის არხები ავრცელებენ ლვოვის თავზე კვამლის დიდი ღრუბლების ფოტოებსა და ვიდეოებს.
“საშიშროება კვლავ რჩება“, – თქვა ლვოვის რეგიონის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ.
ავტორი