ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ, ყირიმის ხიდის აფეთქებაში ბრალებული 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.
რუსეთის ინფორმაციით, აფეთქებაში, სავარაუდოდ, უკრაინის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. 12 პირი, სავარაუდოდ, უკვე იდენტიფიცირებულია, მათგან 8 დაკავებულია.
ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის საქმეში საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე და ბროკერი, მეტსახელად, “ლევანი მონაწილეობდნენ.
რუსული მხარის ვერსიით, 8 ოქტომბერს, გამთენიისას ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც გამვლელი მატარებლის საწვავის შვიდ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.