ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურში ახალი დირექტორი ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების გახორციელებას.
ირკვევა, რომ ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ დირექტორად უკვე ოფიციალურად გოჩა მოქია დაინიშნა.
მანამდე იგი, გარკვეული დროის მონაკვეთში, აღნიშნული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. კეთილმოწყობის სამსახურში ახალი დირექტორის დანიშვნა კი წინამორბედის, დავით წულაძის გარდაცვალების გამო დადგა დღის წესრიგში.