ბელგოროდის რაიონში, რუსმა ოკუპანტებმა სკოლასა და საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნეს,– ამის შესახებ ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამ არხზე დაწერა.
მისი თქმით, დაბომბვა შებეკინსკის ურბანულ რაიონის სოფელ მურომიში მოხდა, მსხვერპლი არ არის.
,,დაზიანებულია სკოლა, საბავშვო ბაღი, დასასვენებელი ცენტრი და კერძო სახლები. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.
მაცხოვრებლების დიდი ნაწილი გუშინ გაიყვანეს. ზოგი ნათესავებთან მოათავსეს, ზოგი – დროებითი განსახლების ცენტრში“, – წერს გლადკოვი.
ავტორი