ღია საკონკურსო წესით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად ქუთაისელი ამირან თევდორაძე შეირჩა. აქამდე ზედამხედველობის განყოფილება მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დაქვემდებარებაში შედიოდა.
42 წლის ამირან თევდორაძეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამდე რამდენიმე სოლიდურ პოზიციაზე საქმიანობის გამოცდილება აქვს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2002 წლიდან სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი იყო. 2005 წლიდან ქუთაისის მერიის სახაზინო განყოფილების უფროსად იმუშავა. 2010 წლიდან შემოსავლების სამსახურის იმერეთი – რაჭა – ლეჩხუმის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. პარალელურად ეკონომიკის საწყისებში კითხულობდა ლექციებს ღია სასწავლო უნივერსიტეტში. 2012 წლიდან ,,სოკარ ჯორჯია გაზის” ზესტაფონის აღრიცხვის უფროსის პოზიციას იკავებდა. 2016 წლიდან შპს ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორი იყო. 2020 წლიდან სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსად იმუშავა. ამირან თევდორაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ავტორი