“ნანა გოთუას არანაირი თანხა არ მიუღია”, _ ამის შესახებ “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ბახტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვანო ჩხარტიშვილის კომპანიამ 10 000 ლარი გადასცა 10 საპატიო მოქალებიიდან 9-ს.
“ნანა გოთუას არც ფონდიდან და არც მერიიდან თანხა არ გადასცემია. მხოლოდ ტიტული მიენიჭა”, _ გვითხრა ნინო ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანა გოთუას საპატიო ოზურგეთელის ტიტულთან ერთად 10 000 ლარი გადაეცა და თანხა მისი მეუღლის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიიდან იყო გადარიცხული.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნანა გოთუასთვის თანხის გადაცემის ფაქტს უარყოფს.
ინფორმაციისთვის გუშინ ქალაქ ოზურგეთში ტრადიციული ღონისძიება “ალეგრობა” გაიმართა. ამ ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები.
ავტორი