გურიაში, 13 ნოემბრისთვის ამინდის გაუარესებას ელოდებიან. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“13 ნოემბრის დღის ბოლოს მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში შესაძლოა, გათოვდეს. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია დაახლოებით +15 გრადუსი დაბლობ რაიონებში, რაც შეეხება ბახმაროს, აქ ალბათ +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება დღის ტემპერატურა, ღამით -5 გრადუსი შენარჩუნდება, დაბლობ რაიონებში მინიმალური ტემპერატურა +5, +7 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს”,_ ამბობს გვაზავა.