„წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკები. შენს ოჯახში რა ხდება, ვიცი? ისე არ ვიცი, იქ რა ხდება. არ მაინტერესებს, არ მკითხოთ. ქალიშვილი მყავს დაფიცებული, სიტყვას არ ვამბობ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე“, – თქვა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველისთვის” მიცემულ კომენტარში.
ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გეგმავდა თუ არა ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.