სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმი 20:00 საათზე ბრიფინგს გამართავს, სადაც საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მომზადებულ დასკვნას გააცნობს.
ცნობისთვის, კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში 4 დეკემბერს მოინახულეს. ისინი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შეინიშნება წონაში მნიშვნელოვანი კლება, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.
წყარო: mtavari.tv