უკრაინის აღმოსავლეთში მოგზაურობისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ დამცველებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. პრეზიდენტის მედიის გვერდებზე სხვადასხვა ადგილიდან შესაბამისი ფოტოები და ვიდეო გამოქვეყნდა, იუწყება Ukrinform.
“ყველაზე რთული მიმართულება დღეს უკრაინის აღმოსავლეთია. მე მაქვს პატივი ვიყო ჩვენს დამცველებთან ერთად აქ, დონბასში. მჯერა, რომ შემდეგ ჯერზე შევხვდებით ჩვენს უკრაინულ დონეცკში, ლუგანსკში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც შევხვდებით ყირიმში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა დამცველებს ურყევობისა და სიმტკიცისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ისინი უკრაინის დამოუკიდებლობის ფორპოსტია.
როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის აღმოსავლეთში უკრაინელი დამცველების პოზიციები მოინახულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება 6 დეკემბერს, 1991 წელს „უკრაინის შეიარაღებული ძალების შესახებ“ კანონის მიღების დღეს.