ცოტა იქეთ, გვიმბალაურისკენ თუ გაიხედავთ მოცეკვავეებო, უკეთ დარწმუნდებით, რა ყოფილა გურია! _ ამ სტატუსით ინკლუზიური განათლების ექსპერტი თამთა თალაკვაძე ცნობილი ბლოგერის რუსთავი 2-ის გუნდთან ერთად, ლანჩხუთში, ახალსოფელში გადაღებულ ვიდეოს ეხმიანება.
“ცოტა იქეთ, გვიმბალაურისკენ თუ გაიხედავთ, მოცეკვავეებო, უკეთ დარწმუნდებით, რა ყოფილა გურია! გმირების სამჭედლო!
სიკვდილი და თავის მოჭრა ეგ ტინგიცი მგონია, თორე ხოფერიების ოჯახში სიკვდილს დიდება მოაქვს, უკვე მერამდენე თაობისთვის!” _ წერს თამთა თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთელი ჯამბულათ ხოფერია, რომელიც უკრაინაში პირველ დეკემბერს გარდაიცვალა, მშობლიურ ლანჩხუთში დღეს ჩამოასვენეს.