63 წლის კანადელი მერი–ლუ ზაჰალან–კენედი „The Beatles“-ის შესწავლის დარგში მაგისტრის ხარისხის პირველი მფლობელი გახდა.
ქალაქ ლივერპულის უნივერსიტეტში „The Beatles“-ისადმი მიძღვნილი კურსი რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და მასზე 12 ადამიანი ჩაეწერა. მერი–ლუ პირველი სტუდენტი გახდა, რომელმაც უნივერსიტეტისგან ამ დარგში სამეცნიერო ხარისხი მიიღო.
„კურსი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ სახალისო იყო. მე ბევრი რამ გავიგე იმის შესახებ, რა გავლენა მოახდინა „The Beatles“-მა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე,“ – განაცხადა ზაჰალან–კენედიმ.
ავტორი