აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში.
როგორც BBC იუწყება, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ აფეთქებები მოხდა შევჩენკოვსკის ცენტრალურ რაიონში. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური იყო გაგზავნილი.
კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დრონის ფრაგმენტი ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობას და ოთხ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.
ქალაქის სასწრაფო დახმარების სპიკერმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ მომხდარის შედეგად მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
ავტორი