ევროკავშირმა, შესაძლოა, ტვიტერის ახალ მფლობელს, მილიარდერ ილონ მასკს სანქციები დაუწესოს, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა ჟუროვამ twitter – ზე დაწერა.
ჟუროვა წერს, რომ ტვიტერზე ევროპელი ჟურნალისტების თვითნებური დაბლოკვა შემაშფოთებელია.
მან აღნიშნა, რომ სანქციები მალე იქნება.
,,ინფორმაციები ტვიტერზე ევროპელი ჟურნალისტების თვითნებური დაბლოკვის შესახებ, შემაშფოთებელია. ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი მოითხოვს მედიის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას. იგი დაცულია ჩვენი მედიის თავისუფლების აქტით. ილონ მასკმა უნდა იცოდეს ეს. ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები. და სანქციებიც, მალე”, – წერს ევროკომისარი.
ცნობისთვის, ტვიტერმა დღეს რამდენიმე ევროპელი რეპორტიორი დაბლოკა, მათ შორის არიან New York Times-ის, CNN-ისა და ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტები.
მასკის კრიტიკოსების აზრით, რეპორტიორები
დაბლოკა, რადგან რეპორტიორები ტვიტერზე მასკზე ნეგატიურ პოსტებს აქვეყნებდნენ.
ავტორი