თხუთმეტი წუთი შეუსვენებელი სიცილით 250 კალორიას დაწვავთ – მთავარია, ეს შეძლოთ და იმხიარულოთ.
როცა ადამიანი იცინის, ამ დროს, მისი ფილტვებიდან ჰაერი 100 კილომეტრ-საათი სიჩქარით გამოიტყორცნება.
ჩვილი 3 თვის ასაკში იწყებს ხმით სიცილს. მანამდე, მას ამის გაკეთება არ შეუძლია.
სტატისტიკას თუ ვენდობით, ქალები დილის განმავლობაში ექვსჯერ უფრო ხშირად იღიმებიან, ვიდრე მამაკაცები.
როცა იჭმუხნებით და იჯღანებით, თქვენს სახეზე 47 კუნთი იჭიმება და იძაბება; როცა იცინით – მხოლოდ 17 კუნთი.
არსებობს „სიცილის ყვავილი”. თუ მის თესლს დაღეჭავთ, 30-50 წუთი იხითხითებთ. ამის შემდეგ უგრძნობლად მიეგდებით და რამდენიმე საათის განმავლობაში მკვდარივით იძინებთ.
„სიცილის ყვავილი” ახლო აღმოსავლეთში ხარობს, მაგრამ მისი ამოცნობა მხოლოდ ბოტანიკოსებს შეუძლიათ.
1975 წლის 24 მარტს, ინგლისელი ქვისმთლელი, ალექს მიტჩელი, 25-წუთიანი შეუსვენებელი სიცილის შემდეგ, გარდაიცვალა. ის ტელევიზორში კომედიურ შოუს უყურებდა და სიცილისგან გული გაუჩერდა.
1989 წელს ერთი კინოკომედიის ყურებისას გარდაიცვალა დანიელი ექიმი – ოლე ბენტსენი. მას პულსი არანორმალურად სწრაფად უცემდა.
ავტორი