ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა ქალს უკბინა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.
_მეცა და კინაღამ შემჭამა. სპეციალური ნემსი კი გავიკეთე, მაგრამ ეს არის შვება? ეს ძაღლი კიდევ აქ დადის. მე არ გამიღიზიანებია და არ მიყვირია. პირიქით, პურს ვაჭმევთ. ბაზარში იმიტომ ვზივარ, რომ პურის ფული გაჭირვებით ვიშოვო. მერე ამ პურს ვუყოფ ძაღლს, რომელმაც დამკბინა. არავინაა ადამიანი, რომ წაიყვანონ? ახლაც ცალი თვალით იქეთ ვიყურები. მგონია, კიდევ მიკბენს. რა ვქნა? ადამიანს უფრო უნდა მიხედონ თუ ძაღლს? ან ორივეს ერთნაირად მაინც რომ მოგვაქციონ ყურადღება? – ამბობს „გურია ნიუსთან“ ქალბატონი დალი აბაშმაძე.
ის აქ შინაურ ფრინველს ყიდის.
ჩვენ ოზურგეთს მომსახურების ცენტრის კომუნალური მართვის სამსახურის უფროსს, ირაკლი გაბედავას დავუკვშირდით.
_არ ვიცოდი ამ ფაქტის შესახებ. აუცილებლად გავატარებთ ღონისძიებას, _ გვითხრა მან.
„გურია ნიუსი“ მიადევნებს თვალს, რა ქმედით ღონისძიებას გაატარებს აღნიშნული სამსახური.
ავტორი