გრძელდება საახალწლო ღონისძიებები ჩოხატაურში.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ხელოვნების სასახლეში საბავშვო სტუდია “მომავლის ბავშვების” კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას მერის მოადგილე მინდია ჟღერია და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი თეა მამალაძე ესწრებოდნენ.
(R)