ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მცველი მანანა ლომაძე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მცოდნე ადამიანია, რომელმაც კარგად იცის გურიაში ძველად, რომელ დღესასწაულს, რა ტრადიციები ჰქონდა.
მანანა ლომაძის თქმით, ეს წეს-ჩვეულებები, რაც საშობაოდ იყო გურიაში დღევანდელ დღეს ნაკლებად, არის შემორჩენილი. საშობაო ტრადიციებიდან მხოლოდ ღვეზლის დამზადება არის შემორჩენილი.
_ საშობაოდ და საკალანდოდ სხვადასხვა ტრადიციები იყო დაწესებული. ნათლული ნათლიასთან მიდიოდა და მიჰქონდა საშობაო ძღვენი. ეს ყველაფერი ხდებოდა საშობაო წირვის შემდეგ. 19 იანვარს ნათლისღებას კი ნათლია მიდიოდა ნათლულთან. გადმოცემის თანახმად მამალი მიჰყავდა საჩუქრად. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ნათლიაც ძღვენით მიდიოდა, დიდ გობზე, რაც კერძები და ტკბილეული დაეტეოდა ყველაფერს დააწყობდა. მთელი დღე მიდიოდა მოლხენა. ახლა, საშობაო წირვა-ლოცვა ყოველწლიურად ხდება, მაგრამ ნათლულის მიერ მიძღვნილი ძღვენის მიტანა ნათლიისთვის ფაქტიურად აღარ არსებობს. ასევე, რამდენიმე ოჯახში შემორჩენულია მამლის მიყვანის რიტუალი. ასევე დაკარგულია მუცლის სალოცავის რიტუალი. დილით, რომ ადგებოდა ლოგინიდან პირველ რიგში შემოავლედა წელზე და ეტყოდა
„შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს.
შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს”.
ასე დალოცავდა ბებია შვილიშვილებს – გვითხრა მანანა ლომაძემ.
ავტორი