სოლედარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.
„ჩვენი ჯარისკაცები მტრის უწყვეტ შეტევებს იგერიებენ – როგორც დღისით, ასევე ღამით. მტერი დიდ დანაკარგს განიცდის, მაგრამ აგრძელებს მისი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას“, – წერს მალიარი.