წინა საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებში თაიმ-სკვერზე, ნიუ-იორკში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. ავტომობილმა სასიკვდილოდ გაიტანა 30-იოდე წლის მამაკაცი რუდოლფ ფენცი.
როდესაც პოლიცია და საწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა შემთხვევის ადგილზე გაოცებულები დარჩნენ. მამაკაცი იყო ჩაცმული ძველ მე-19 საუკუნის სამოსში: ეხურა მაღალი ცილინდრი, ეცვა კუბოკრული შარვალი და ღილებიანი ფეხსაცმელი.
აღმოჩნდა რომ რუდოლფ ფენცზე არანაირი ჩანაწერები არ მოიპოვებოდა. ნიუ იორკის პოლიციის კართოთეკაში მისი თითის ანაბეჭდებიც არ მოიძებნა.
ამასთანავე მას ჩხრეკისას აღმოუჩინეს სპილენძის მარკერი ლუდისთვის, ცხენის მოვლის კანონპროექტი, წერილი დათარიღებული 1876 წლით, 70$ და სავიზიტო ბარათი.
პოლიციამ დაიწყო გამოძიება. ამოქექეს ძველი ჩანაწერები და მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ რუდოლფ ფენცი ჯერ კიდევ 1876 წელს დაიკარგა გაურკვეველ ვითარებაში. უკანასკნელად ის ნახეს, როდესაც სახლიდან სასეირნოდ გავიდა. იმის შემდეგ იგი აღარავის უნახავს.
ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ 50-იან წლებში დაღუპული მამაკაცი საოცრად ჰგავდა 75 წლის წინ დაკარგულ მამაკაცის სურათს. გამოძიება საბოლოოდ ჩიხში შევიდა. ბოლო ბოლო გამოძიებამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ადგილი ჰქონდა დროში მოგზაურობას. მამაკაცი 1876 წლიდან ავტომობილის ბორბლებქვეშ ჩავარდა 50-იანი წლების შუა ხანებში.
ეს მოსაზრება რა თქმა უნდა ოფიციალურ დასკვნებში არ გამოქვეყნებულა. დღევანდელ დღემდე რუდოლფ ფენცის საქმე გაუხსნელად ითვლება.
ავტორი